ნანა ამისულაშვილი

გამგეობის წევრი

ნანა ამისულაშვილი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს. იგი 2004 წლიდან არის სამოქალაქო სამართლის სერტიფიცირებული ადვოკატი. 2007 წელს შეუერთდა იურიდიულ კომპანია VBAT-ს და 2012 წლიდან არის იქ ასოცირებული პარტნიორი. 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში, როგორც კრედიტორების წარმომადგენელი და რეაბილიტაციისა და გაკოტრების ადმინისტრატორი. 2016 წელს იგი ხელმძღვანელობდა გადახდისუუნარობის შესახებ კანონის რეფორმის კამპანიას, რომელსაც მხარს უჭერდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია USAID-ის პროექტის Governing for Growth (G4G) დახმარებით. 2016-2019 წლებში იყო გადახდისუუნარობის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. 2018 წლიდან ნანა ამისულაშვილი არის ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე (BRIPA). 2018 წელს ნანა შეუერთდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიურ ჯგუფს, როგორც ასისტენტი გადახდისუუნარობის სამართალში, სადაც ასწავლის გადახდისუუნარობის სამართლის კურსს. 2020 წლის თებერვალში გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს და ნანა, როგორც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა წარმომადგენელი ჩაერთო საპარლამენტო განხილვის მოსმენებში. ნანა ასევე არის Insol Europe-ის წევრი 2021 წლის აპრილიდან. მან 2021 წლის გაზაფხულზე ჩაატარა გადახდისუუნარობის ახალი კანონის მიხედვით, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის ტრენინგი. ნანა არის ავტორიზებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად.

დეტალურად

თინათინ შუღაროვა

გამგეობის წევრი

დეტალურად

თამთა ივანიშვილი

გამგეობის წევრი

იურიდიული ფირმა BLC-ს, პარტნიორი

ადვოკატი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია)

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მაგისტრი (Central European University)

გადახდისუუნარობის ავტორიზებული პრაქტიკოსი (2021 წლიდან)

თამთა ივანიშვილი კერძო პრაქტიკაშია 2007 წლიდან. BLC-ში მუშაობის დაწყებამდე გაიარა სტაჟირება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 2008 წლიდან დაიწყო მუშაობა იურიდიულ ფირმა BLC-ში და მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 2020 წლის იანვრიდან არის იმავე იურიდიული ფირმის პარტნიორი.

გადახდისუუნარობის რეფორმაში ჩართულია 2016 წლიდან. მონაწილეობდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების (USAID-ის G4G პროგრამა, GIZ) მიერ შემუშავებულ და დაფინანსებულ ინიციატივებში, რაც ემსახურებოდა როგორც არსებული კანონმდებლობის ნაკლოვანების გამოვლენას, ასევე აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას. გარდა ამისა, თამთა აქტიურად მუშაობდა შესაბამისი აქტორების ცნობიერების ამაღლების მიზნითაც და დღემდე ატარებს საჯარო ლექციებს გადახდისუუნარობის პრობლემატურ საკითხებთან მიმართებით. გარდა ამის, კერძო პრაქტიკის ფარგლებში თამთა ხშირად გამოდის როგორც მოვალის, ისე კრედიტორის წარმომადგენლად. და ბოლოს, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მოწვეული ლექტორის სტატუსით უძღვება გადახდისუუნარობის სამართლის სალექციო კურსს. 2021 წლიდან არის ავტორიზებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი.

თამთა აღიარებულია საქართველოში ერთ-ერთ წამყვან იურისტად ისეთი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ, როგორიცაა IFLR, რომელიც მას ახასიათებს, როგორც „მშვიდ, პროფესიონალ და გულისხმიერ“ იურისტს, მოიხსენება „აბსოლუტურად არაჩვეულებრივ იურისტად“ Chambers & Partners-ის მიერ და „საოცარ პროფესიონალად, რომელსაც ესმის ბიზნესის საჭიროება“ (Legal500).

დეტალურად

აკაკი ჩარგეიშვილი

გამგეობის წევრი

დეტალურად

გიორგი ბათლიძე

გამგეობის წევრი

იურიდიული ფირმა BLC-ს, პარტნიორი

ადვოკატი (2008 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი)

გეტინგენის უნივერსიტეტის მაგისტრი საკორპორაციო და გადახდისუუნარობის სამართლის სპეციალიზაციით (Georg-August-Universität-Göttingen, გერმანია)

გადახდისუუნარობის ავტორიზებული პრაქტიკოსი (2021 წლიდან).

გიორგი ბათლიძე იურიდიულ პრაქტიკაში მოღვაწეობს 2005 წლიდან. მან წარმატებით გაიარა პრაქტიკები გერმანიაში საადვოკატო საქმიანობის განხრით, ასევე გეტინგენის საქალაქო სასამართლოში. 2007 წლიდან იგი გახლავთ იურიდიული ფირმა BLC-ს იურისტი, ხოლო 2012 წლიდან ამავე ფირმის პარტნიორი.

გიორგი ბათლიძე მოღვაწეობს გადახდისუუნარობის საკითხების კვლევაში როგორ აკადემიური მიმართულებით, აგრეთვე გააჩნია შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებაც.  2007 წელს მოამზადა აკადემიური ნაშრომი სათაურით - „ფინანსური კრიზისში მყოფი საზოგადოების ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაში“. გადახდისუუნარობის რეფორმაში ჩართულია 2016 წლიდან. მონაწილეობდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების (USAID-ის G4G პროგრამა, GIZ) მიერ შემუშავებულ და დაფინანსებულ პროექტებში. იგი ასვე გახლავთ, საკანონმდებლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის (კანონპროექტის) თანაავტორი. საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში, იგი აქტიურად არის ჩართული გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში როგორც მოვალის, ასევე კრედიტორების წარმომადგენელი.

გიორგი ბათლიძე ასევე გახლავთ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი და უძღვება „გადახდისუუნარობის სამართლის“ სალექციო კურსს.

გიორგი აღიარებულია საქართველოში ერთ-ერთ წამყვან იურისტად ისეთი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ, როგორიცაა IFLR, “ Chambers & Partners“ და Legal500.

 

დეტალურად

თამარ შუშიაშვილი

გამგეობის წევრი

პარტნიორი, ადვოკატი

კომპანია „TST LEGAL“-ის დამფუძნებელი პარტნიორი

თამარ შუშიაშვილს აქვს 20 წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო სამსახურსა და კერძო ბიზნესში, ასევე საგანმანათლებლო სფეროში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივნად, მოსამართლის თანაშემწედ, შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კოლეგიის მოსამართლედ. ამჟამად არის სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ სასამართლო დავების განყოფილების უფროსი. ამავდროულად არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ასოცირებული წევრი და ბიზნეს რეაბილიტაციის და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (BRIPA) გამგეობის წევრი.

თამარ შუშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალში მუშაობს თემაზე: ,,ინკვიზიციურობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის ურთიერთმიმართება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას“. არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დამხმარე სახელმძღვანელოს - სამაგადი წიგნის ავტორი, სადაც მიმოხილულია პოლიციის შესახებ კანონის კომენტარი. ასევე არის რამდენიმე სტატიის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციის/ტრენინგის მონაწილე.

გარდა ამისა, 2005 წელს თამარმა  ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო  გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. ასევე, თამარ შუშიაშვილს აქვს 10 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, რაც მოიცავს შემდეგ დარგებს/მიმართულებებს:

-    2005-2006 შსს პოლიციის აკადემიაში მასწავლებელი;

- ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში 2009-2012 წწ;

-   კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა 2015 წლიდან დღემდე;

 

დეტალურად

© 2019 www.bripa.ge