უკანასკნელი განახლებები

28/05/2023

რეგიონული კონფერენცია „თანამედროვე გადახდისუუნარობის სამართლის გამოწვევები“ დასრულდა

24 და 25 მაისს „ბრიპა“-მ ‘USAID’-ის და ‘CLDP’-ის მხარდაჭერით ჩაატარა რეგიონული კონფერენცია „თანამედროვე გადახდისუუნარობის სამართლის გამოწვევები“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან,  მოსამართლეები საქართველოდან აშშ-დან და გერმანიიდან, აკადემიური წრის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან. კონფერენციაზე საპატიოს სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო UNIDROT-ის გენერალური მდივანი პროფესორი იგნასიო ტირადო. მონაწილეებმა და მსმენელებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათი გამოცდილება, გადახდისუუნარობის სამართლის გამოწვევები და ამ გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა მიდგომები. კონფერენციაზე სხვადასხვა პანელების დროს განხილულ იქნა: • თითოეული წარმოდგენილი ქვეყნის გადახდისუუნარობის სამართლის ჩამოყალიბებისა და დანერგვის მოკლე მიმოხილვა, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები, კანონის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და სასამართლოსთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი; • გადახდისუუნარობის სამართალი, როგორც მეორე შანსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის; • სასამართლოს და პრაქტიკოსების როლი გადახდისუუნარობის სამართლის წარმატებული პრაქტიკის განვითარებისთვის; • ციფრული აქტივების მოძიება გადახდისუუნარობის რეჟიმში და ‘UNIDROT’-ის პრინციპები კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით;

© 2019 www.bripa.ge