ვის შეუძლია გახდეს ბრიპას წევრი?

ბიზნესის რეაბილიტაციის და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის წესდებით დადგენილია ასოციაციის წევრობის ორი სტატუსი:

  • ხმის უფლების მქონე წევრი 
  • მრჩეველი წევრი

 

ხმის უფლების მქონე წევრი

  • შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი.

ხმის უფლების მქონე წევრობის მსურველმა კანდიდატმა ასოციაციას უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე. 

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამოწმებული ასლი;
  • ინფორმაცია კანდიდატის ადგილსამყოფელის/იურიდიული მისამართის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული მომსახურების, ფინანსური მენეჯმენტის ან აუდიტორული მომსახურების სფეროში;
  • გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღება ასოციაციის გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი ხმით, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს. 

 

ასოციაციის მრჩეველი წევრი

  • შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირი.

მრჩეველი წევრობის მსურველმა კანდიდატმა ასოციაციას უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე. 

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამოწმებული ასლი
  • იურიდიული პირის შემთხვევაში:
    • მრჩეველი წევრობის მსურველის პროფილი, ხელმოწერილი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ., რომელიც მოიცავს კანდიდატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების აღწერას და ინფორმაციას კანდიდატის ადგილსამყოფელის/იურიდიული მისამართის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაციას და ვებგვერდის მისამართს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი იმ პირის, რომელიც წარმოადგენს მრჩეველი წევრობის მსურველს (იმ შემთხვევაში, თუ მიმართვას წარადგენს მინდობილი პირი) წარმომაგდენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე;
    • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
    • უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილება ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე
    • წესდება (მოქმედი რედაქციით)
    • რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • იმ გარემოებების ჩამონათვალი, რატომაც მრჩეველი წევრობის მსურველი თვლის რომ მისი ასოციაციაში გაწევრიანების შემთხვევაში ხელი შეეწყობა ასოციაციის მიზნების განხორციელებას.

გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღება ასოციაციის გამგეობის მიერ, უბრალო უმრავლესობით, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს. 

გახდი წევრი

© 2019 www.bripa.ge