Insol Aid არის ციფრული ცხელი ხაზის სერვისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებსაც სჭირდება მხარდაჭერა კრიზისის დროს. BRIPA ბიზნესს სთავაზობს შესაძლებლობას Insol Aid-ის სერვისის საშუალებით მიიღოს დროული და ეფექტიანი კონსულტაცია გადახდისუუნარობის პროცედურების შესახებ. კონსულტაცია მოიცავს რჩევებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებასა და ბრიპას მიერ შემუშავებული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით. მომსახურება უზრუნველყოფილია BRIPA-ს 2 წლიანი პროექტის „ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (ბრიპა) შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ. კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ შეავსეთ ქვემოთ მოცემული გრაფები, ან დაგვიკავშირდით ტელეფონით ნომერზე: 592248833. Insol Aid-ის კონსულტანტი კითხვის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გიპასუხებთ.

© 2019 www.bripa.ge